ჯეკო „ინტერისთვის“ შეუტევს

0
3

ედინ ჯეკო კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

ბოსნიელ თაავდამსხმელს „რომასტან“ კონტრაქტი ამოეწურა და იტალიის მოქმედ ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან ახალ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე გააფორმა.

35 წლის თავდამსხმელი „რომაში“ 2015-2021 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 260 მატჩში 119 გოლი გაიტანა.