იოსებ ტყემალაძე: “ლევან მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს”

0
16

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ტყემალაძის თქმით, ლევან მაისაშვილი თავს უკეთ გრძნობს და უკვე პირადად შეძლო კომუნიკაცია, უახლოეს პერიოდში კი, ექიმები მისი მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს და ამ პროცესში ჩართულნი არიან საქართველოს ელჩი ბექა დვალი და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი.