„ინტერმა“ ნიდერლანდების ნაკრების მცველი დაიმატა

0
1

მილანის „ინტერმა“ პსვ-დან მცველი დენზელ დუმფრისი შეიძინა.

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელმა მილანელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„ინტერმა“ ფეხბურთელსი ეინდჰოვენელებს 12,5 მილიონი ევრო გადაუხადა, პლუს ნიდერლნდული კლუბის ბონუსის სახით 7,5 მილიონს მიიღებს.

დუმფრისი პსვ-ში 2018 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 124 მატჩში 16 გოლი გაიტანა, პლუს 20 საგოლე პასი გააკეთა.

მან გასულ ევროპის ჩემპიონატში ნიდერლანდელთა ღირსებას 4 შეხვედრაში დაიცვა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.