დიეგო კოსტა „ატლეტიკო მინეიროში“ ითამაშებს

0
4

დიეგო კოსტა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა და „ატლეტიკო მინეიროში“ ითამაშებს.

ბრაზილიაში დაბადებულ-გაზრდილი, მაგრამ ესპანური პასპორტის მქონე თავდამსხმელი გასულ სეზონში მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობდა, რომელთან კონტრაქტი 2020 წლის დეკემბერში გაწყვიტა.

32 წლის ფეხბურთელმა „ატლეტიკო მინეიროსთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ კოსტას მანამდე ბრაზილიაში არასოდეს უთამაშია.