ვაწაძის მეხუთე გოლი უზბეკეთში, კუხიანიძის – პირველი

0
6

მათე ვაწაძემ მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მე-5 გოლი გაიტანა.

„ქიზილქუმი“, სადაც ვაწაძესთან ერთად კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი – ნახევარმცველები ელგუჯა გრიგალაშვილი და გიორგი კუხიანიძე გამოდიან, შინ „კოკანდს“ შეხვდა.

სამივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ფორვარდმა ვაწაძემ ანგარიში მე-9 წუთზე გრიგალაშვილის პასით გახსნა. მან გოლი უზბეკეთის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე შეხვედრაში მიითვალა.

მე-40 წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელის ავტოგოლის წყალობით სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს.

61-ე წუთზე თავის გამოჩენა გრიგალაშვილსაც შეეძლო, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა.

74-ე წუთზე მასპინძლები კუხიანიძემ დააწინაურა, რომელიც უზბეკეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და თავი პირველად გამოიჩინა.

83-ე წუთზე, კოკანდელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ, ზარაფშონიდან ქულა წაიღეს.

“ქიზილქუმი” 25 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.