პოგბას ისტორიული შედეგი „ლიდსთან“ მატჩში

0
5

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგის ერთ შეხვედრაში 4 საგოლე პასი გააკეთა.

პრემიერ ლიგის პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ლიდსი“ 5:1 გაანადგურა. ხოლო ფრანგმა ნახევარმცველმა ორჯერ საგოლე პასი პორტუგალიელ ბრუნუ ფერნანდეშს მისცა, ხოლო თითოჯერ – მეისონ გრინვუდსა და ფრედს.

პოგბამდე საუკეთესო შედეგი ეკვადორელ მარჯვენაფლანგელ ანტონიო ვალენსიას ჰქონდა, რომელმაც 2011 წელს „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ლიდსთან“ მატჩში ფერნანდეშმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. ის ინგლისური კლუბში 2020 წლის თებერვალში ჩაირიცხა და მას მერე პრემიერ ლიგაში 29 გოლი გაიტანა, ხოლო 19-ჯერ საგოლე პასი გააკეთა,

განვლილ პერიოდში პორტუგალიელი გოლი+პასის სისტემით პრემიერ ლიგაში საუკეთესოა.