ნაგელსმანის ქულიანი სტარტი “ბაიერნში”

0
5

იულიან ნაგელსმანის ოფიციალური დებიუტი მიუნხენის „ბაიერნში“ წარმატებული არ აღმოჩნდა.
ბუნდესლიგის პირველ ტურში მიუნხენელები სტუმრად მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა პლეამ გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე საპასუხო ბურთი მიუნხენელთა ლიდერმა პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.
ნაგელსმანი „ბაიერნში“ მიმდინარე ზაფხულში დაინიშნა. მან ჰანს-დიტერ ფლიკი შეცვალა, რომელმაც გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა.