კვეკვესკირი პოლონეთში გალიდერდა

0
4

ნიკა კვეკვესკირი პოზნანის „ლეხის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამჯერად მოხვდა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-4 ტურში პოზნანელები სტუმრად „ტერმალიცას“ შეხვდნენ და 3:1 გაიმარჯვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ამჯერადაც თადარიგში იყო და თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა.

„ლეხმა“ ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, ხოლო ერთ წუთში მეორე გოლი გაიტანა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 42-ე წუთზე „შეაგდეს“.

პოზნანელებმა 81-ე წუთზე მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს და 3 ქულა გაინაღდეს.

„ლეხი“ 10 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.