ვან დეიკი 2025 წლამდე „ლივერპულელია“

0
4

ვირჯილ ვან დეიკმა „ლივერპულთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერსისაიდელებს თავისი მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირა.

„ლივერპულმა“ ვან დეიკი 2018 წლის იანვარში „საუთჰემპტონიდან“ 75 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა, რაც იმ მომენტში ფეხბურთის ისტორიაში მცველში გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იყო.

განვლილ პერიოდში ვან დეიკმა „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირში 130 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

30 წლის უკანახაზელს მძიმე ტრავმის გამო მას გასული სეზონი ფაქტობრივად გაუცდა – 8 შეხვედრაში 1 გოლი.