უეფამ სეზონის საუკეთესო თავდამსხმელის წოდებისთვის მებრძოლი სამი პრეტენდენტი დაასახელა

0
5

უეფამ გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელის წოდების მოპოვების პრეტენდენტები დაასახელა.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ნომინანტებს შორის ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი („ბორუსია“, დორტმუნდი), გერმანელი რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) და ფრანგი კილიან მბაპე (პსჟ) არიან.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საუკეთესო თავდამსხმელის წოდება ლევანდოვსკიმ მოიპოვა.

გარდა ამისა, ის უეფას ვერსიით 2020 წელს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.