უეფამ გასული სეზონის საუკეთესო მცველის წოდების მოპოვების პრეტენდენტები დაასახელა.
უეფას ოფიციალური ვებგევრდის ინფორმაციით, ნომინანტებს შორის ესპანელი მცველი სესარ ასპილიკუეტა („ჩელსი“), პორტუგალიელი რუბენ დიაში („მანჩესტერ სიტი“) და გერმანელი ანტონიო რუდიგერი („ჩელსი“) არიან.
ასპილიკუეტამ და რუდიგერმა „ჩელსის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, ხოლო დიაშმა – პრემიერ ლიგა.
