უეფამ საუკეთესო მეკარის წოდებისთვის მებრძოლი სამი პრეტენდენტი დაასახელა

0
3

უეფამ გასული სეზონის საუკეთესო მეკარის წოდების მოპოვების პრეტენდენტები დაასახელა.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საუკეთესო გოლკიპერის ჯილდოს მოსაგებად ბელგიელი ტიბო კურტუა („რეალი“), ბრაზილიელი ედერსონი („მანჩესტერ სიტი“) და ედუარ მენდი („ჩელსი“) იბრძოლებენ.

ჩამოთვლილი მეკარეებიდან 2020-2021 წლების სეზონში ტიტული მხოლოდ კურტუას არ მოუგია.

მენდიმ „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო ედერსონმა „სიტის“ შემადგენლობაში პრემიერ ლიგის ოქროს მედლები მოიპოვა.