ყენიამ მწვრთნელობა დაიწყო

0
3

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ მწვრთნელობა დაიწყო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, 30 წლის ყენია გერმანიის მეოთხე ლიგის ბინადარ „ერდინგენის“ მთავარი მწვრთნელის დმიტრი ვორონოვის ასოსტენტად იმუშავებს.

მან კარიერა 29 წლის ასაკში თბილისის „საბურთალოში“ დაასრულა, რის შემდეგ, კლუბთან ფინანსურ საკითხზე დავა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ მხარეები მორიგდნენ.

ის „საბურთალომდე“ თბილისის „ლოკომოტივში“, გელზენკირხენის „შალკეში“ ლვოვის „კარპატიში“, დიუსელდორფის ”ფორტუნაში“, პრაღის „სლავიაში“ და  ლუქსემბურგის „დუდელანჟში” თამაშობდა.

ყენიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 29-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. მან ბოლო ნაკრების მაისური 2016 წლის 27 მაისს სლოვაკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო, რომელშიც ერთი გოლი მიითვალა.