ქეცბაია და ლორია ევროპა ლიგიდან გავარდნენ

0
3

თემურ ქეცბაიას გავწრთნილი „ანორთოსისი“ ევროპა ლიგიდან გავარდა.

ფამაგუსტელებმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ვენის „რაპიდთან“ 0:3 წააგეს, ხოლო შინ 2:1 დაამარცხეს და ევროთასებზე გამოსვლა დაასრულეს.

მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.

ფამაგუსტელებმა ანგარიში პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 64-ე წუთზე გაიტანეს.

„ანორთოსისმა“ მეტოქის კარი მეორედ 88-ე წუთზე აიღო, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.