„ფეინოორდს“ ახალი ყველაზე ახალგაზრდა რეკორდსმენი ჰყავს

0
1

ანტონი მილამბო როტერდამის „ფეინოორდის“ ისტორიაში შევიდა.

ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ოდესმე ნიდერლანდული კლუბის მაისურით უთამაშია.

კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფეინოორდმა“ შინ შვეიცარიის „ლუცერნი“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მილამბო თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.

ის მოედანზე შესვლის მომენტში 16 წლის 4 თვისა და 9 დღის იყო. მან როტერდამელთა ექსფორვარდის ჟორჟინიო ვეინალდუმის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც „ფეინოორდში“ პირველად 16 წლის 4 თვისა და 28 დღისამ ითამაშა.