„ლიდსი“ ბიელსასთან ახალ ხელშეკრულებას ორიგინალურად გამოეხმაურა

0
15

მარსელო ბიელსამ „ლიდსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

მას ხელშეკრულება 2021 წლის ივნისში ამოეწურა, მაგრამ სამუშაო ადგილის სეცვლა არ უფიქრია.

„ლიდსი“ ბიელსასთან ხელშეკრულების დადებას მეტად ორიგინალურად გამოეხმაურა.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა სათლის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „შეთანხმებულია, ხოლო ახლა ხელმოწერილია“.

ინგლისის პრემიერ ლიგას ვინც თვალს ადევნებს, მისთვის უცხო არაა, რომ არგენტინელი თამაშების მსვლელობის დროს სათადარიგოთ სკამის მაგივრად სწორედ სათლზე ზის ხოლმე.

ბიელსა “ლიდსს” 2018 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს და 2019 წელს გუნდი 16-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დააბრუნა.