კვარაცხელიასთვის ევროსეზონი დასრულდა

0
6

ყაზანის „რუბინმა“, სადცა ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, მიმდინარე სეზონში ევროსარბიელზე ასპარეზობა დაასრულა.

ყაზანელებმა კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი თამაში სტუმრად პოლონეთის „რაკუვთან“ 0:0 დაასრულეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში დამატებით დროში 0:1 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტოში იყო და 106-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო „რუბინმა“ გოლი 111-ე წუთზე გაუშვა.

ყაზანელები 106-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან სამოშნიკოვმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო.

122-ე წუთზე, “რუბინმა” თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.