ხოჭოლავა „სივასფორს“ დაუპირისპირდება

0
11

დანიის „კოპენჰაგენი“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

სკანდინავიელებმა პირველი მატჩი სტუმრად ბულგარეთში პლოვდივის „ლოკომოტივთან“ 1:1 დაასრულეს, ხოლო სახლში 4:2 დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა პლოვდივში ჩატარებული შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა.

„კოპენჰაგენმა“ პირველი ტაიმი 3:1 მოიგო, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდებმა გოლები გაცვალეს.

დანიელები პლეი-ოფში თურქეთის „სივასფორს“ შეხვდებიან, რომელმაც გათამაშებას ბათუმის „დინამო“ გამოთიშა.