„დინამოს“ კარს ესპანელი დაიცავს

0
2

თბილისის „დინამომ“ ესპანელი მეკარე ანდრეს პრიეტო დაიმატა.

თბილისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

ესპანელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და გუნდს უახლოეს ვარჯიშზე შეუერთდება

პრიეტო მადრიდის „რეალის“ აღზრდილია, სხვადასხვა დროს კი „მალაგას“, „ლეგანესის“ და „ესპანიოლის“ რიგებში გამოდიოდა.

მისი ბოლო კლუბი ინგლისის ჩემპიონშიფში მოასაპარეზე „ბირმინგემ სიტი“ იყო.