სანდრო მამუკელაშვილი – ორი მოხსნა მეორე ორმაგ დუბლამდე

0
8

ლას ვეგასში მიმდინარე ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე მეორე მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილმა. 22 წლის ქართველის დრაფტზე ამყვანმა “მილუოკი ბაქსმა” დაძაბულ ბროლაში – 91:97 წააგო “ბრუკლინ ნეთსთან”, ქართველი ფორვარდი კი ერთ-ერთი გამორჩეული
იყო.მამუკელაშვილი ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 10 ქულის, 8 მოხსნის (3 შეტევაში, 5 დაცვაში), თითო დაფარებისა და ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან თამაშიდან 6-ჯერ ისროლა და 3-ჯერ მოათავსა ბურთი კალათში, აქედან ერთხელ მამუკელაშვილმა სამქულიანიც ისროლა, მაგრამ უშედეგოდ, საჯარიმოს ხაზიდან კი დღესაც კარგად გამოიყურებოდა და პირველ მეოთხედში გაფუჭებული ორი ერთქულიანის შემდეგ, ზედიზედ 4 ჩააგდო. მატჩის განმავლობაში მას 3 პერსონალური ფოლი დაუგროვდა.
სანდროს შეხვედრაში არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა, რასაც კომენტატორებიც აღნიშნავდნენ. მთელი მატჩის განმავლობაში ისინი მამუკელაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ და მას საინტერესო მოთამაშეს უწოდებდნენ.
შეგახსენებთ, მამუკელაშვილმა ლას ვეგასის საზაფხულო ლიგის სადებიუტო მატჩში “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” ორმაგი დუბლი მიითვალა.