ცინცაძე „ტორპედოში“ დაბრუნდა

0
28

მათე ცინცაძე „ტორპედოში“ დაბრუნდა, რის შესახებ ქუთაისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.

26 წლის ნახევარმცველმა გასული სეზონი ალბანეთის „კუკეშიში“ გაატარა, სადაც 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ის ქუთასური კლუბის ღირსებას 2013-2014 და 2018-2019 წლებში იცავდა.

ნახსენები კლუბების გარდა, ცინცაძე თბილისის „ლოკომოტივში“, „დინამოში“, „რუსთავში“, ბათუმის „დინამოში“, პოლონეთის „პოგონსა“ და ლატვიის „ილეგავაში“ გამოდიოდა.