თომას ტუხელი: „კეპას მოედანზე შეყვანა სპონტანური გადაწყვეტილება არ იყო“

0
15

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის თქმით, დამატებით დროში მოედანზე მეკარე კეპა არისაბალაგას შეყვანა სპონტანური გადაწყვეტილება არ იყო, რომელმაც საბოლოოდ გაამართლა.

მან ამის შესახევ ევროპის სუპერთასზე პენალტების სერიაში „ვილიარეალთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.

„რთული მატჩი აღმოჩნდა. საწყისი 30 წუთის განმავლობაში ძალიან ძლიერად გამოვიყურებოდით. გოლი დამსახურებულად გავუშვით და ამის შემდეგ ტემპს მოვუკელით.

კეპას მოედანზე შეყვანა სპონტანური გადაწყვეტილება არ იყო. ჩვენ ამის შესახებ კლუბში ჩემი მისვლიდან მალე ვისაუბრეთ. ჩვენ კარგად მოვემზადეთ. ჩვენი სტატისტიკა აჩვენებს, რომ კეპა პენალტების მოგერიებაში საუკეთესოა. ანალიტიკოსებმა მონაცემები მაჩვენეს და ამის შემდეგ მოთამაშეებს ვუთხარით, რომ მსგავსი რამ შესაძლოა მოხდეს. როგორც ამ გადაწყვეტილებას მენდი შეხვდა ფანტასტიკურია.

ჩვენ ის უნდა გაგვეკეთებინა, რაც გუნდისთვის უკეთესი იყო. მიხარია, რომ ამან გაამართლა. ეს იმის დასტურია, რომ კეპა ამ კომპონენტში საუკეთესოა. ეს ბიჭები ნამდვილი გუნდური მოთამაშეები არიან. ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ“ – ციტირებს გერმანელს სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედდი გამარჯვებული “ჩელსი” ევროპის სუპერთასს არსებობის ისტორიაში მეორედ დაეუფლა.