„ჩელსის“ მეორე სუპერთასი, ტუხელი ლონდონური კლუბის ისტორიაში შევიდა

0
5

ლონდონის „ჩელსიმ“ ახალი სეზონის ევროპის სუპერთასის მოგებით დაიწყო.

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტის სტადიონ „უინძორზე“ გამართულ მატჩში ჩემპიონთა ლისგი მოქმედმა გამარჯვებულმა ევროპა ლიგის თასის მფლობელი „ვილიარეალი“ დაამარცხა.

მატჩის 27-ე წუთზე „ჩელსის“ კონტრშეტევის დროს ჰავერცმა მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში, სადაც მყოფმა ზიეჩმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0. სხვათა შორის, ზიეჩმა ტაიმის მიწურულს მხრის ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

პირველი ტაიმისთვის დამატებულ დროში პარტნიორის გადაცემის შემდეგ კართან ახლოს მდგომმა ალბერტო მორენო მიწაზე დაუშვებლად დაარტყა ბურთი, რომელმაც ზედა ძელი შეაზანზარა.

მეორე ტაიმში „ვილიარეალის“ უპირატესობა გაიმოიკვეთა და ესპანელებს ანგარიში გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდათ – „ჩელსის“ მეკარე მენდი ბურთი ამოტანის დროს ფეხი დაუცდა და ესპანელების შეტევა ხერარდ მორენომ დაასრულა, თუმცა, ლონდონელთა გოლკიპერის ხელიდან ტყავის სფერო გვერდით ძელს მოხვდა.

73-ე წუთზე, უნაი ემერის შეგირდებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს და ინგლისელთა საჯარიმოში დია ქუსლით პასი ხერარდ მორენოს გაუკეთა, რომელმაც თანაფარდობა აღადგინა.

ხერარდ მორენო ყველა ტურნიში გატანილი 83 გოლით „ვილიარეალის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მანამდე, ამ წოდებას გუნდის ექსფორვარდ იტალიელ ჯუზეპე როსისთან იყოფდა.

ძირითად დროში მეტი გოლი არ გასულა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. „ჩელსის“ თავკაცმა თომას ტუხელმა 119 წუთზე მენდი მაგივრად მოედანზე კეპა არისაბალაგა შეიყვანა, რომ პენალტების სერიაში წარმატებისთვის მიეღწია და ამ ცვლილებამ გაამართლა.

კეპამ ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და „ჩელსიმ“ 6:5 გაიმარჯვა.

„ჩელსიმ“ სუპერთასი არსებობის მანძილზე მეორედ მოიგო. პირველად ლონდონელები ამ ჯილდოს 1998 წელს დაეუფლნენ. „ჩელსიმ“ სუპერთასისთვის მატჩები 2012, 2013 და 2019 წლებში წააგო.

ტუხელმა „ჩელსისთან“ ერთად მეორე ტიტული მოიპოვა, ხოლო კარიერაში მეცხრე. ის პირველი მწვრთნელია, რომელმც ლონდონელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში და სუპერთასზე გაიმარჯვა.

გერმანელმა მწვრთნელებმა სუპერთასი ზედიზედ 3-ჯერ მოიპოვეს. ტუხელამდე წარმატებას 2019 წელს „ლივერპულის“ დამრიგებელმა იურგენ კლოპმა მიაღწია, ხოლო 2020 წელს „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა.

ესპანელ სპეციალისტ უნაი ემერის, რომელმაც კარიერაში ევროპა ლიგა 4-ჯერ მოიგო, სუპერთასზე არასოდეს გაუმარჯვია.