თომას ტუხელი: „მალე ევროპა ლიგა ემერის თასს დაარქმევენ“

0
8

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის თქმით, მალე ევროპა ლიგას სახელს გადაარქმებენ და უნაი ემერის თასს დაარქმევენ.

ლონდონელთა გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღეს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში სტადიონ „უინძორ პარკზე“ ევროპის სუპერთასზე “ვილიარეალთან” გასამართ მატჩამდე ისაუბრა.

„შესაძლოა ახალი სეზონი უფრო უკეთესად დაიწყო ვიდრე მორიგი ევროფინალია? ემერისა და „ვილიარეალს“ დიდ პატივს ვცემ. მალე ევროპა ლიგას სახელს გადაარქმევენ და ემერის თასს დაარქმევენ. ის დაუჯერებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეტოქე მომავალ მატჩს ისეთი შეგრძნებით შეხვდება თითქოს დასაკარგი არაფერი აქვს. ჩვენ კი, თასის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

არცთუ მარტივ ვითარებაში აღმოვჩნდით, რადგან ჩვენი გუნდი მოთამაშეების ნაწილს ტაიმზე მეტი არ უთამაშია, ხოლო მეორე ნაწილი რამდენიმე კვირაა ვარჯიშობს და 4 შეხვედრა ჩაატარა.

ჩემთვის ეს ახალი გამოწვევაა და არცთუ კარგად წარმომიდგენია რას უნდა ველოდო. თუმცა, მოთამაშეები, რომლებიც განათხოვრებულნი იყვნენ, გუნდში საუცხოო განწყობით დაბრუნდნენ და ამან სასიამოვნოდ გამაოცა. ფეხბურთელებისთვის სასარგებლოა, როდესაც თავდაჯერებულნი არიანი და იციან კარიერას სად გააგრძელებენ. მათ ოჯახები ჰყავთ და ეს ყოველთვის იოლი არაა. გუნდში საუცხოო ატმოსფეროა.

ჩვენ ბალანსი უნდა ვიპოვოთ. არ შეიძლება ჩვენს ამოცანებსა და მოლოდინზე ძალიან ბევრი ვიფიქროთ. ეს ყოველდღიური პროცესია, რომელზეც ყურადღება ნამეტანი არ უნდა გამახვილო“ – იუწყება ტუხელის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ “ჩელსისა” და ევროპა ლიგის თასის მფლობელ “ვილიარელს” შორის მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.