ლიონელ მესი: „მე და პსჟ-ს ერთნაირი მიზანი გვაქვს, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს“

0
4

პსჟ-ს ახალწვეულმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ფრანგულ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ყველამ იცის „ბარსელონადან“ როგორ წავედი. თუმცა, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ ბედნიერი ვარ. მადლობა პსჟ-ს ხელმძღვანელებს. ყველაფერმა საუცხოოდ ჩაიარა. ასეთი მიღებისთვის ყველას მადლობა.

გამარჯვების წყურვილს ადრინდელივით ვგრძნობ. ვხედავ აქ როგორი შემადგენლობაა. ყველა ტიტულის მოსაგებად მზად ვართ და კონტრაქტი ამიტომ გავაფორმე.

მადლობა ყველა პარიზელს. აქ რომ ჩამოვფრინდი სიგიჟე სუფევდა. ეს როგორც ალუბალი ტორტზე ისე გამოიყურებოდა.

წასვლამდე „ბარსას“ ფანებს ვუთხარი, რომ ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები გამოვლენილი სიყვარულისთვის. ფანებმა იცოდნენ, რომ კონტრაქტს ძლიერ კლუბთან გავაფორმებდი, რადგან გამარჯვებული ვარ.

მე და პსჟ-ს ერთნაირი მიზანი გვაქვს. არ ვიცი ოდესმე „ბარსას“ წინააღმდეგ ვითამაშებ თუ არა. ერთის მხრივ ეს საუცხოო იქნებოდა, მაგრამ სახლში სხვა გუნდის მაისურით თამაში უცნაურია.

პსჟ-ს გასახდელში ბევრი ნაცნობი მყავს. როდესაც გუნდის შემადგენლობას უყურებ, ხედავ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ყველას ერთი და იმავე გვსურს. იმედია, ერთად ჩვენს მიზანს მივაღწევთ.

ამ გასახდელმა ჩემს გუნდში მოსვლაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჩვენ ისევ ერთად ვართ – მე, ნეიმარი, პარედესი, დი მარია.

მადლობა ყველა გულშემატკივარს. ჩვენ კიდევ გვექნება დრო, რომ ერთმანეთს შევხდეთ. ეს სტადიონზეცაა შესაძლებელი და პარიზშიც. იმედია, საუცხოო წელიწადი გველოდება.

ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, რადგან ძლიერი შემადგენლობა გჭირდება. იღბალიც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგჯერ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ტიტულის მოგებას ვერ ახერხებს. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს“ – თქვა დღეს პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე მესიმ, რომელმაც პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.