კუპატაძეს კორონავირუსი დაუდგინდა და „სივასფორთან“ ვერ ითამაშებს

0
1

ბათუმის „დინამოს“ კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ სტუმრად „სივასფორთან“ გასამართ შეხვედრაში მეკარე ლაზარე კუპატაძე ვერ დაეხმარება.

ბათუმელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, კუპატაძეს კორონავირუსი დაუდგინდა და გუნდს თურქეთში ვერ გაჰყვა.

მომავალ შეხვედრაში ბათუმელთა კარს მიხეილ ალავიძე დაიცავს, რომელიც მიმდინარე სეზონამდე ვიდრე კუპატაძე „დინამოში“ ჩაირიცხებოდა, შავიზღვისპირელთა პირველი მეკარე იყო.

შეგაახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა ბათუმში გამართული პირველი თამაში 1;2 წააგეს, არადა, ანგარიში სწორედ მასპინძლებმა გახსნეს.

12 აგვისტოს „სივასფორი“ – „დინამოს“ თამაში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.