გიორბელიძემ დრეზდენის „დინამოსთან“ კონტრაქტი გააფორმა

0
5

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარმა დრეზდენის „დინამომ“ გურამ გიორბელიძე წარადგინა.

ავსტრიის „ვოლფსბერგერმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი დრეზდენულ კლუბშო 2022 წლის 30 ივნისამდე გაანათხოვრა. ის ახალ გუნდში 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„მიხარია, რომ ძალიან ძლიერ მეორე ბუნდესლიგაში და ისეთ მიმზიდველ კლუბში ვითამაშებ როგორიც დრეზდენის „დინამოა“. მსურს, ეს ნდობა მოედანზე ჩემი თამაშით გავამართლო“- განაცხადა 25 წლის ქართველმა, რომელმაც კონტრაქტი სამედიცინო შემოწმების გავლის მერე გააფორმა.

„გურამ გიორბელიძე როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ ისეთი მოთამაშეა, რომელიც ჩვენს ფილოსოფიას მიესადაგება. მისი ინტენსიური სათამაშო სტილი ჩვენი საფეხბურთო იდეის შესაბამისია. გვიხარია, რომ კიდევ ერთი მარცხენა მცველის დამატებით როგორც ვგეგმავდიტ ყველა პოზიციაზე ორი მოთამაშე გვყავს“ – განაცხადა დრეზდენელთა სპორტულმა დირექტორმა რალფ ბეკერმა.