დვალი და ხარაიშვილი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდებიან

0
6

„ფერენცვაროში“, სადაც ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ირიცხებიან, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

უნგრელებმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შინ პრაღის „სლავიას“ 2:0 მოუგეს, ხოლო სტუმრად 0:1 წააგეს და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებენ.

ბუდაპეშტში ჩატარებული თამაშის მსგავსად, საქართველოს ნაკრების მცველ დვალსა და ნახევარმცველ ხარაიშვილს ტრავმების გამო არც ჩეხეთში უთამაშიათ.

„ფერენცვაროში“ პლეი-ოფში შვეიცარიის „იანგ ბოიზს“ შეხვდება და პირველი თამაში 17 აგვისტოს ბერნში შედგება.