„ვილიარელმა“ საუკეთესო ბომბარდირი შეინარჩუნა

0
6

„ვილიარეალის“ საუკეთესო ბომბარდირი ხერარდ მორენო კლუბში დარჩა.

29 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

გასულ სეზონში მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 30 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კონკრეტულად ესპანეთის ლა ლიგაში მორენომ 33-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 23-ჯერ აიღო.

ესპანეთი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კიდევ ერთი გოლი სჭირდება, რომ „ვილიარელის“ ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდეს.

ამჟამად, ის ამ წოდებას გუნდის ექსფორვარდ იტალიელ ჯუზეპე როსისთან იყოფს, რომელმაც ასევე 82 ბურთი გაიტანა.