„მილანმა“ ჰაუგე „აინტრახტში“ გაანათხოვრა

0
3

„მილანმა“ ნახევარმცველი იენს ჰაუგე ფრანკფურტის „აინტრახტში“ გაანათხოვრა.

გერმანული კლუბის ინფორმაციით, 21 წლის ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2021-2022 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, ფრანკფურტელებს სურვილი თუ ექნებათ. ჰაუგეს ტრანსფერს გამოისყიდიან.

ნორვეგიელმა გასულ სეზონში „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.