ლევან შენგელიას ბელგიაში თამაშის შანსი აქვს

0
12

კვიპროსული ინტერნეტპორტალი kerkida.net იუწყება, რომ ლევან შენგელია კარიერას ბელგიაში გააგრძელებს.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ორწლიანი კონტრაქტი ბელგიის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე „ლიოვენთან“ შეათანხმა.

ამჟამად, შენგელია თავისუფალი აგენტია, რადგან „ქონიასფორთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თურქებმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.

მას მიმდინარე ზაფხულში პორტუგალიის პრიმეირა ლიგის „ბოავიშტაში“ გადასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.