„ბარსელონას“ ახალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია

0
12

არგენტინელი ლიონელ მესის წასვლის შემდეგ „ბარსელონას“ ახალი კაპიტანი ჰყავს.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, კაპიტნის სამკლავურს ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მოირგებს, რომელმაც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ევრო-2020-ზე უკაპიტნა.

კატალონიელთა ვიცე-კაპიტანი მცველი სერხიო ბუსკეტსი იქნება. მათ გარდა, გუნდის კაპიტნობის უფლება მცველებმა სერხი რობერტომ და ხორდი ალბამ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის მესიმ „ბარსელონა“ 5 აგვისტოს დატოვა.