მიქაუტაძის დებიუტი „ლილთან“ უხვგოლიან მატჩში შედგა

0
4

საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი შედგა.

სეზონის სტარტზე „მეცი“, სადაც ქართველი ფეხბურთელი გამოდის მოქმედ ჩემპიონ „ლილს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თამაში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ჩაერთო.

სტუმრებმა ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს, ხოლო „მეცმა“ საპასუხო ბურთი 31-ე წუთზე გაიტანა.

მასპინძლები 41-ე წუთზე დაწინაურდნენ და პირველი ტაიმი 2:1 გაიმარჯვეს.

52-ე წუთზე „მეცმა“ „ლილის“ კარი მესამედ აიღო, ხოლო ოთხ წუთში ფეხბურთელი გაუძევეს.

„ლილმა“ მეტოქის კარი მეორე 81-ე წუთზე აიღო, თამაში კი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა.