კვარაცხელია: „ყოველთვის ორი მეურვე მყავს, მაგრამ ამ დროს სხვა მოთამაშეები თავისუფლდებიან“

0
11

ხვიჩა კვარაცხელიას მიაჩნია, რომ გროზნის „ახმატთან“ (2:1) მატჩში ყაზანის „რუბინმა“ ხასიათის წყალობით გაიმარჯვა.

„ახმატის“ ფეხბურთელის გაძევების შემდეგ უფრო თავისუფლად ავთამაშდი. მთავარია, რომ გავიმარჯვეთ. მტკიცე ხასიათი გამოვავლინეთ. კარგი გუნდი ყოველთვის ბოლო წამამდე თამაშობს. დავამტკიცეთ, რომ ძლიერი ხასიათი გვაქვს.

მართალია, ყოველთვის ორი მეურვე მყავს, მაგრამ ამ დროს სხვა მოთამაშეები თავისუფლდებიან და ეს უნდა გამოვიყენოთ. „რაკუვთან“ მატჩი? ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უკეთესები ვართ და გავიმარჯვოთ“ – განაცხადა კვარაცხელიამ, რომელიც „მატჩ პრემიერმა“ განვლილი დაპრიისპირების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.