ევროჩელენჯერზე ასპარეზობა ხორვატიასთან მარცხით დავასრულეთ

0
12

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩელენჯერზე ასპარეზობა დაასრულა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჭაბუკებმა ტოპ-ჯგუფში ბოლო შეხვედრა ხორვატიასთან გამართეს და ბრძოლაში – 72:84 წააგეს.
ბოლო პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით – 65:66 ჩამორჩებოდა და ბრძოლაც წინ იყო, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ხორვატებმა იძალეს და გამარჯვებამდე მივიდნენ.
საქართველოს ნაკრებში 29 ქულით ლუკა ლიკლიკაძე გამოირჩა. 16 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა სანდრო კასაბურს, ლუკა კუჭუხიძის ანგარიშზე კი 11 ქულ დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩატარებულ ევროჩელენჯერში ყველა მატჩი დათმო. ტუნირის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო.