კიტეიშვილის ზედიზედ მეორე გამარჯვება

0
4

გრაცის “შტურმმა”, სადაც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

გრაცელებ, “ალტახს” უმასპინძლეს და 3:1 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ წინ ტურისგან განსხვავებით გოლი ან საგოლე პასი არ გაუკეთებია.

მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს და პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ “შტურმა” მეტოქის კარი 59-ე და 79-ე წუთებზე აიღო, რის წყალობით 3 ქულა მოიპოვა.

“შტურმი” 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.