დავით ხოჭოლავამ „კოპენჰაგენის“ მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
დანიის სუპერლიგის მთავარ დერბიში „კოპენჰაგენმა“ „ბრონდბიუს“ გულშემატკივრებით სავსე 38000-იან „პარკენზე“ უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა.
ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მცველმა თავურით „კოპენჰაგენი“ დააწინაურა.
სტუმრებმა საპასუხო ბურთი ორ წუთში გაიტანეს, მაგრამ „კოპენჰაგენმა“ 69-ე და 81-ე წუთებზე მეტოქის კარი ორჯერ აიღო, რის წყალობით, 3 ქულა მოიპოვა.
კოპენჰაგენელები 8 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
