ჰოლანდის 60 გოლი 60 მატჩში

0
3

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა გერმანიაში სეზონი ჰეთ-თრიქით დაიწყო.

გერმანიის თასის 1/32-ფინალში დორტმუნდელებმა სტუმრად „ვეენი“ 3:0 დაამარცხეს და სამივე გოლი ნორვეგიელმა ფეხბურთელმა გაიტანა.

მან ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, 31-ე წუთზე პენალტი გამოიყენა, ხოლო მესამე გოლი 51-ე წუთზე მიითვალა.

21 წლის ჰოლანდმა, რომელიც „ბორუსიაში“ 2019 წელს ავსტრიის „ზალცბურგიდან“ გადავიდა და 60 ოფიციალურ მატჩში 60 გოლი გაიტანა.