„დინამომ“ წაგებათა სერია „საბურთალოსთან“ შეწყვიტა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „დინამო“ თანაქალაქელ „საბურთალოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

კახა ცხადაძის გაწვრთნილები თავიდანვე აქტიურობდნენ და განელი თავდამსხმელის ბარნს ოსეი თავურის შემდეგ, სტუმრები გოლის გაშვებისგან ოთო გოშაძემ გადაარჩინა.

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ოსეი და მარუშიჩი „საბურთალოს“ გოლკიპერთან პირისპირ გავიდნენ, მაგრამ განელის პასი ცოტა ძლიერი აღმოჩნდა და სერბმა ფორვარდმა ბურთს ვერ მიასწრო.

მე-14 წუთზე, ლევან ხარაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და საბურთალოელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობა, მოლდოველი ლეგიონერის მანდრიჩენკოს ავტოგოლით დასრულდა – 1:0.

ხვიჩა შუბითიძის შეგირდებმა ანგარიში 41-ე წუთზე გაათანაბრეს, როდესაც კონტრეშეტევის დროს მანდრიჩენკომ გადაცემა დაჩი ცნობილაძეს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 1:1.

მეორე ტაიმის 51-ე წუთზე, სერბი მილან რადინის გადაცემის შემდეგ, ბარნს ოსეი მეკარესთან პირისპირ გავიდა და „ჭვინტით“ გოშაძეს დაბალ კუთხეში გაუტანა – 2:1.

დარჩენილ დროში „საბურთალოს“ საპასუხო ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ ნიკა მალის შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

„დინამომ“ როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ევროთასებზე 5-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა.

ცნიბისათავის, გასულ შეხვედრაში “დინამოში” დებიუტი აკადემიის ორ აღზრდილს 19 წლის მცველ გიორგი მაისურაძეს და 18 წლის ნახევარმცველ გიორგი ჩხეტიანს ჰქონდათ, რომლებმაც შეცვლაზე ითამაშეს.