დანი ალვეში ოლიმპიადის მომგები ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია

0
3

დანი ალვეში ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო.

ტოკიო-2020-ის ფინალში ბრაზილიელებმა ესპანელები დამატებით დროში 2:1 დაამარცხეს და ალვეშმა გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა.

მან ოლიმპიადაზე ოქროს მედალი 38 წლისა და 93 დღის ასაკში მოიგო, რაც მანამდე ვერცერთმა ფეხბურთელმა მოახერხა.

ალვეშმა, რომელმაც კარიერის საუკეთესო პერიოდი „ბარსელონაში“ გაატარა, ხოლო ამჟამად „სან პაულუში“ თამაშობს. კარიერაში 43 ტიტული მოიგო, რაც ფეხბურთის ისტორიაში ბრაზილიელამდე ვერავინ შეძლო.

მან პროფესიონალურ დონეზე თამაში ბრაზილიაში „ბახიაში“ დაიწყო, ხოლო „ბარსელონას“ და „სან პაულუს“ გარდა „სევილიაში“, ტურინის „იუვენტუსში“ და პსჟ-ში გამოდიოდა.