პსჟ-მ მესისთან მოლაპარაკება დაასრულა – შედეგი მოგვიანებით გამოცხადდება

0
8

„პარი სენ ჟერმენის“ მფლობელის ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის ძმამ ხალიფა ბენ ჰამად ალ-ტანიმ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ ყოფილ კაპიტან ლიონელ მესისთან მოლაპარაკება დასრულებულია.

„მოლაპარაკება ოფიციალურად დასრულებულია. შედეგი მოგვიანებით გამოცხადდება“ – დაწერა ხალიფა ბენ ჰამად ალ-ტანიმ თავის ტვიტერის გვერდზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებმა მესის კონტრაქტის 2024 წლამდე გაფორმება და სეზონში ხელფასის სახით 50 მილიონი ევრო შესთავაზეს.

არგენტინელმა „ბარსელონა“ მას მერე დატოვა, რაც კლუბთან კონტრაქტი ლა ლიგის რეგლამენტში არსებული ფინანსური და სტრუქტურული წინააღმდეგობების გამო ვერ გაახანგრძლივა.