ინგლისის სუპერთასი „ლესტერმა“ მოიგო, რომელმაც ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე „მანჩესტერ სიტი“ 1:0 დაამარცხა.
გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი ნიგერიელმა კელეჩი იეჰენაჩომ გაიტანა, რომელმაც ნათან აკეს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიიყენა.
სხვათა შორის, იეჰენაჩო თავის დროზე სწორედ „სიტიში“ გამოდიოდა.
„ლესტერმა“ ინგლისის სუპერთასი მეორედ მოიგო – პირველად წარმატებას 1971 წელს მიაღწია.
„სიტი“ სუპერთასს 6-ჯერ ფლობდა, ხოლო ეს ტიტული ყველაზე მეტჯერ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიპოვა – 21-ჯერ.
