კვეკვესკირმა კაკაბაძეს მოუგო – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან ერთმა ითამაშა

0
3

პოზნანის „ლეხმა“, სადაც ნიკა კვეკვესკირი გამოდი პოლონეთის ექსტტრაკლასას მე-3 ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ მიიღო და 2:0 აჯობა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტო შემადგენლობაში ვერც ნახევარმცველი კვეკვესკირი მოხვდა და ვერც მარჯვენა მცველი კაკაბაძე.

კვეკვესკირი თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა. მასპინძლებმა გოლები 48-ე და 54-ე წუთებზე გაიტანეს.

კვეკვესკირს მიმდინარე სეზონში ჯერ „ლეხის“ სასტარტოში არ უთამაშია, ხოლო ნიკა კაჭარავა რომელმაც გასულ სეზონში მძიმე ტრავმა მიიღო, დარჩება თუ არა პოზნანურ კლუბში უცნობია.

კაკაბაძეს რაც შეეხება, მისი დებიუტი „კრაკოვიაში“ უიღბლო აღმოჩნდა და მას მერე ზედიზედ 2 თამაშია სათადარიგოთა სკამზე ზის.

„ლეხს“ 3 ტურის მერე 7 ქულა აქვს და 18-გუნდიან ექსტრაკლასას ლიდერობს, ხოლო „კრაკოვია“ 1 ქულით მე-15 ადგილზეა.