ჰარი კეინი: „ვარჯიშზე უარი არასოდეს მითქვამს და არ ვიტყვი“

0
7

ჰარი კეინის განცხადებით, „ტოტენჰემში“ ვარჯიშზე უარი არ უთქვამს და კლუბს 7 აგვისტოს დაუბრუნდება, როგორც ეს წინასწარ ჰქონდა ნათქვამი.

ლონდონელთა კაპიტანმა მის ირგვლივ არსებულ ვითარებას ნათელი თავის ტვიტერის გვერდზე მოჰფინა.

„ტოტენჰემში“ ჩემი დებიუტის შემდეგ თითქმის 10 წელიწადი გავიდა. ყოველ წელს თქვენ გულშემატკივრები სრულ მხარდაჭერასა და სიყვარულს მჩუქნიდით.

სწორედ ამიტომ მეტკინა გული, როდესაც მიმდინარე კვირაში რამდენიმე კომენტარი წავიკითხე, რომლებმაც ჩემი პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

დეტალებში არ შევალ, მაგრამ მინდ განვმარტო, რომ ვარჯიშზე უარი არასოდეს მითქვამს და არ ვიტყვი. კლუბში ხვალ დავბრუნდები როგორც ვგეგმავდი.

არასოდეს მოვიქცევი ისე, რომ საფრთხე შევუქმნა ჩემს ურთიერთობას გულშემატკივრებთა, რომლებისგან კლუბში ჩემი ყოფნის პერიოდში უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი“ – დაწერა ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.