“დრიმ თიმის” მორიგი ოქროს მედალი

0
12

გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა ამერიკის შეერთებული შტატების მამაკაც კალათბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი 87:82 დაამარცხა და თამაშების ოქროს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა, ისტორიაში კი მეთექვსმეტედ.
ოქროს მედლისთვის ჩატარებულ მატჩში თავიდან საფრანგეთის ნაკრები დაწინაურდა, მაგრამ ამერიკელებმა პირველი მეოთხედის ბოლოს ინიციატივა ხელთ იგდეს და უპირატესობა არ დათმეს.
გრეგ პოპოვიჩის გუნდში მოედანზე საუკეთესოები კევინ დურანტი (29 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი), ჯეისონ ტეიტუმი (19 ქულა), ჯრუ ჰოლიდეი (11 ქულა) და დემიენ ლილარდი (11 ქულა) იყვნენ.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ ლილარდმა ტურნირი ტრავმით ჩაატარა, დურანტმა კი თავისი მესამე ოლიმპიური ოქრო დაიმსახურა.


აშშ და საფრანგეთი ერთმანეთს ტოკიოს ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირსიპირდნენ და მაშინ გამარჯვება ევროპელებს დარჩათ – 83:76. ფრანგებმა ოლიმპიადის ფინალში ბოლოს 2000 წელს ითამაშეს და იმ თამაშშიც ოქრო ამერიკელებს დაუთმეს.
პამელა და ჯავეილ მაკგი პირველი დედა–შვილია, რომელთაც საკალათბურთო ოლიმპიადების ჩემპიონები გახდნენ. პამელა ოქროს მედლის მფლობელი ლოს ანჯელესის 1984 წლის თამაშებზე გახდა, ჯავეილმა კი პირველობა წლეულს ტოკიოში მოიპოვა.