19-წლამდელებმა ბაქოში მეორე სპარინგი წააგეს

0
4

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ბაქოში აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და მინიმალური სხვაობით წააგო.

განვლილი შეხვედრის 39-ე წუთზე ქართველებიდან ანგარიში გეგი გეგუჩაძემ გახსნა, ხოლო ერთ წუთში საპასუხო ბურთი ჯანიევმა გაიტანა.

66-ე წუთზე, მასპინზლებიდან ქართველების კარი ვარდარმა აიღო და ეს გოლი თამაშში საბოლოო აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა 19-წლამდელებმა პირველი შეხვედრა 3:2 მოიგეს.

აზერბაიჯანისაქართველო 2:1 (1:1)

6 აგვისტო. ბაქო. „დალგა არენა“.

საქართველო: ლუკა ხარატიშვილი (46. ლევანი თანდილაშვილი), დავით გოგოტიშვილი, ლუკა სალუქვაძე, მუხრან ბაგრატიონი, ზურაბ რუხაძე, გეგი გეგუჩაძე, ნიკა სიხარულიშვილი (46. ლუკა ჩაგანავა), ოთარ მამაგეიშვილი, გიორგი კვერნაძე (46. გიორგი ხაბულიანი), გიზო მამაგეიშვილი (კ), გიორგი გვიშიანი

სათადარიგოები: თორნიკე დუნდუა, ლაშა კალანდაძე, გიორგი უბილავა, გიორგი ამბროსიძე, კეკელიძე ლუკა, ანზორ თევზაძე

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

გოლები: 0:1 გეგუჩაძე (39), 1: 1 ჯანიევი (40), 2: 1 ვარდარი (66)

გაძევება: გიზო მამაგეიშვილი (69)