„სიტიმ“ გრილიში სარეკორდო თანხად შეიძინა

0
4

„მანჩესტერ სიტი“ ბირმინგემის „ასტონ ვილადან“ ნახევარმცველი ჯერკ გრილიში პრემიერ ლიგისთვის სარეკორდო თანხად იყიდა,

მანჩესტერელებმა ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველში 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.

25 წლის გრილიშმა „სიტისთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გარდა პრემიერ ლიგის რეკორდისა, გრილიაში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი ფეხბურთელი გახდა.

მან პირველობა უელსელ გარეთ ბეილს  ჩამოართვა, რომელიც 2013 წელს მადრიდის „რეალმა“ „ტოტენჰემიდან“ 85 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა.