ქეცბაიას „ანორთოსისი“ დამარცხდა, ლორია შეცვლაზე შევიდა და პენალტი მოიგერია

0
5

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი სტუმრად ვენის „რაპიდთან“ 0:3 წააგო.

მასპინძლებმა ანგარიში 35-ე წუთზე კარას დარტყმის მერე გახსნეს და პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.

62-ე წუთზე, ლორიამ კნასმულნერის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია. 65-ე წუთზე, ფოუნტასმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. 83-ე წუთზე ავსტრიელებიდან მე-3 გოლი გრულმა გაიტანა.

ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 12 აგვისტოს ჩატარდება და “ანორთოსისს” შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.