მექსიკის ნაკრებმა ოლიმპიადის ბრინჯაო მოიგო

0
4

მექსიკის ფეხბურთელთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მექსიკელები მე-3 ადგილისთვის მატჩში მასპინძელ იაპონელებს დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს.

განვლილ შეხვედრის მე-13 წუთზე ანგარიში პენალტის ნიშნულიდან კორდობამ გახსნა.

22-ე წუთზე კორდობას გადაცემის შემდეგ, ვასკესმა თავური დარტყმით მექსიკელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

58-ე წუთზე, კორდობა საგოლე პასი ამჯერად ვეგას გაუკეთა, რომლის თავური ზუსტი აღმოჩნდა.

78-ე წუთზე, იაპონელმა მიტომამ საჯარიმოში ორი მეტოქე ჩამოიცილა და პრესტიჟის გოლი გაიტანა.

მექსიკამ, რომელიც ლონდონში 2012 წელს ოქროს მედლები მოიპოვა, ბრინჯაო პირველად მოიგო.

ოლიმპიადის ფინალში ხვალ ერთმანეთს ბრაზილია და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. თამაში თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.