კანადელმა ფეხბურთელმა ქალებმა ოლიმპიადაზე პირველად გაიმარჯვეს

0
4

კანადის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში პირველად ოლიმპიური თამაშები მოიგო.

მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1;1 დასრულდა – შვედებმა 34-ე წუთზე ანგარიში ბლაკსტენიუსი დარტყმის შემდეგ გახსნეს, ხოლო კანადელებიდან საპასუხო ბურთი 67-ე წუთზე პენალტიდან ფლემინგმა გაიტანა.

კანადელებმა პენალტების სერიაში 3:2 გაიმარჯვეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

მანამდე, მათ ორჯერ ლონდონში 2012 წელს და რიო დე ჟანეიროში 2016 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.